თბილისის უძრავ ქონებაში ინვესტიცია
თბილისი არის ქალაქი, რომელიც ტურისტებს მდიდარი ისტორიით, ლამაზი არქიტექტურით და გემრიელი კერძებით, ხოლო ინვესტორებს - უძრავ ქონებაზე სწრაფად მზარდი ფასებით იზიდავს
რატომ არის თბილისის უძრავ ქონებაში ინვესტიცია მომგებიანი
თბილისის უძრავ ქონებაში დაბანდება ნიშნავს არჩევანის გაკეთებას იმ ქვეყნის ეკონომიკურ დედაქალაქზე, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ახლა ხდება პოპულარული. ის არა მხოლოდ თავისი კოლორიტით და გასაოცარი პეიზაჟებით, არამედ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებლებით გამოირჩევა (2020 პროგნოზი +5%), რაც ქალაქს უცხოური კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. მეორე მიზეზი, რის გამოც თბილისი ინვესტირებისთვის საუკეთესოა ქართულ ქალაქებს შორის - უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნაა. საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს თბილისში, რაც დაახლოებით 1,300,000 ადამიანია. თბილისის ისტორიულ უბნებში, საბინაო ფონდი წარმოადგენს ტრადიციული იტალიური ეზოებისა და XIX საუკუნის შენობების ნაზავს. იგი სწრაფად ახლდება და განიცდის მოდერნიზებას ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების პოლიტიკისა და მთავრობის მხრიდან საგადასახადო შეღავათების გამო. ეს ხდის ამ უბნებს განსაკუთრებულად მიმზიდველს კაფეების, ბარების, მაღაზიების გასახსნელად ვარგის კომერციულ ფართებში ინვესტირების მსურველებისთვის. მეორე მხრივ, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების მშენებლობა, რომელშიც ინვესტირების შემთხვევაში არენდით წლიური 10-15%, ხოლო შეძენიდან 3-5 წელიწადში გაყიდვით 40%-მდე მოგების მიღება არის შესაძლებელი. თბილისში უძრავი ქონების ყიდვა მომგებიანია იმ უპირატესობათა გამო, რომელთა მიღებაც შეუძლია ინვესტორს:
-
თბილისში ბინადრობის უფლების მიღება.
35,000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენა ქმნის ბინადრობის უფლების მიღების წინაპირობას.
-
სწრაფი უკუგება
იაფი საცხოვრებელი ფართები თბილისში თანხის 3-5 წელიწადში ამოღების საშუალებას იძლევა, კომერციული - 2-3 წელიწადში, ცენტრიდან დაშორების მიხედვით.
-
დაბალი ფასები
კვადრატული მეტრის ფასი თბილისის მშენებარე ობიექტებზე გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა დედაქალაქებში და დაახლოებით $650 შეადგენს.
-
კარგი ბიზნეს-კლიმატი
თბილისში ბიზნესის დაწყება ან უძრავ ქონებაზე გარიგების გაფორმება ძალიან მარტივია - ფორმალობების მინიმუმისა და კორუფციის არარსებობის გამო.
-
საიმედო და უსაფრთხო
უძრავი ქონების შეძენისას ინვესტორი ხელშეკრულებას იუსტიციის სახლში აფორმებს და შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ მისი საკუთრების უფლება საიმედოდ არის დაცული.
-
დისტანციური გარიგება
საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია უძრავი ქონების შესაძენად ხელშეკრულების დადება დისტანციურად უშუალოდ დეველოპერთან ან აგენტთან შუამავლების გარეშე.
-
დაბალი გადასახადები
საქართველოში უძრავი ქონების გადასახადს არ იხდიან უცხოელები, თუ ისინი არ არიან დარეგისტრირებულნი, როგორც გადასახადების გადამხდელები.
-
კარგი ინფრასტრუქტურა
თბილისში არის ყველაფერი კომფორტული ცხოვრების, ტურიზმისა და ბიზნესის წარმოებისთვის, სრულყოფილი სოციალური ინფრასტრუქტურა სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტების და სხვა მრავალის ჩათვლით.
-
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება
უძრავი ქონების შეძენა 35000 აშშ დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას. უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს ინვესტიციების მოცულობის გადახედვას, რათა შეძლონ ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა, ამიტომ მსურველები ფულის ჩადებას აპირებენ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლებით.
-
სწრაფი ანაზღაურება
ბინის ან კომერციული უძრავი ქონების შეძენისას ინვესტორს შეუძლია დაანგარიშოს წლიური 10-15% შემოსავალი ქირიდან, თუ კვადრატული მეტრი მდებარეობს დიდი ქალაქის ცენტრში.
-
რატომ ღირს რედკოში ინვესტირება?
რატომ ღირს რედკოში ინვესტირება?
-
კარგი ბიზნეს კლიმატი
საქართველო კორუფციის აღქმის დაბალი დონის ტოპ 50 ქვეყანაშია და ქვეყნის მთავრობა რეგულარულად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკის ლიბერალიზაციას და ბიზნესის ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებას.
ინვესტირება საცხოვრებელ ფართში
უძრავ ქონებაში ინვესტირების რამდენიმე ეტაპად დაყოფა შეიძლება:
-
შესაბამისი ვარიანტის შერჩევა.
-
უძრავი ქონების შემოწმება იურიდიულ გამართულობაზე.
-
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მფლობელთან ან დეველოპერულ კომპანიასთან.
-
აპარტამენტის საფასურის გადახდა ნებისმიერ ქართულ ბანკში ან უცხოეთიდან გადარიცხვით.
-
უძრავი ქონების მიღება შესაბამისი აქტის საფუძველზე.
თბილისში ინვესტირების უპირატესობანი - განვითარებული ინფრასტრუქტურა, მაღალმომგებიანი არენდა და უძრავი ქონების სტაბილურად მზარდი ბაზარი.
ფარული რისკები თბილისში უძრავ ქონებაში ინვესტირიბისას
ფართში ფულის დაბანდებას შეიძლება ახლდეს ფარული ნიუანსები, რომლებიც ინვესტორისთვის არასასიამოვნო სიურპრიზებად იქცევა:
-
უსაფრთხო
მშენებელს აქვს წინა პროექტების დავალიანებები ან სასამართლო განხილვის მონაწილეა;
-
დისტანციური ოპერაცია
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში არის უზუსტობები, რომლებიც მისი გასაჩივრების საშუალებას იძლევა;
-
დაბალი გადასახადები
საცხოვრებლის განცხადებული და ფაქტობრივი პარამეტრები არ ემთხვევა;
-
შესანიშნავი ინფრასტრუქტურა
უძრავი ქონების მდებარეობის ადგილი არ არის უზრუნველყოფილი საჭირო ინფრასტრუქტურით.
ყველა ამ ნიუანსის ხელშეკრულების დადებამდე გადამოწმება ღირს, განსაკუთრებით, თუ ისეთ ახალ სამშენებლო კომპანიასთან გაქვთ საქმე, რომელსაც ჯერ არ გააჩნია დასრულებული პროექტები.
დეველოპერული კომპანია რედკო გთავაზობთ აპარტამენტებს საკუთარი კატალოგიდან მშენებლის ფასად და ხელშეკრულების დისტანციურად, შუამავლების გარეშე გაფორმების შესაძლებლობით. მეტის გასაგებად დაგვირეკეთ ან დატოვეთ განაცხადი ვებ გვერდზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.
ხშირად დასმული კითხვები
-
როგორ მივიღოთ მოგება უძრავი ქონებისგან თბილისში
შეიძლება უძრავი ქონების გაქირავება ტურისტებზე ან ბიზნესის საწარმოებლად, ან გაყიდვა შეძენიდან რამდენიმე წელიწადში.
-
უძრავი ქონების გადასახადი თბილისში
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები, გარდა ქვეყნის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული გადასახადების გადამხდელი რეზიდენტებისა, არ იხდიან უძრავი ქონების გადასახადს.
-
როგორ მივიღოთ ბინადრობის უფლება?
საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების ყველა პირობა გაწერილია კანონაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.
-
როგორ შეუძლია ინვესტირება უცხო ქვეყნის მოქალაქეს?
უმჯობესია უძრავი ქონების შეძენა აგენტის დახმარებით, ან უშუალოდ მშენებლისაგან, მესამე პირთა ჩართვის გარეშე.