გუდაურის უძრავ ქონებაში ინვესტირება

გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი ითვლება საქარტელოში საუკეთესოდ, უძრავი ქონების შეძენა კი - რეგიონის განვითარებად ტურისტილ ინფრასტრუქტურაში მომგებიან დაბანდებად.

რატომ არის გუდაურის უძრავ ქონებაში ინვესტირება მომგებიანი

უძრავ ქონებაში ინვესტირება გუდაურში ნიშნავს აპარტამენტის შეძენას ქვეყნის ერთერთ ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტზე, რასაც გარკვეული უპირატესობანი გააჩნია:

  • გუდაურში ბინადრობის ნებართვა

    ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს $35,000 ან მეტი ღირებულების საცხოვრებელი ან ბიზნესისთვის განკუთვნილი ფართი.

  • სწრაფი უკუგება

    გუდაური აქტირუად ვითარდება: შენდება ახალი საბაგიროები, აპარტ-ოტელები და საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც უახლოეს პერსპექტივაში გულისხმობს ინვესტორების მხრიდან მაღალ ინტერესს და ფართებზე მზარდ ფასებს.

  • დაბალი ფასები

    კვადრატული მეტრის ფასი გუდაურის მშენებარე ობიექტებში $1,500-დან იწყება, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე სოჭის, ჩერნოგორიის ან ავსტრიის ანალოგიურ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, თანხის დაბრუნება კი გაცილებით სწრაფად - დაახლოებით 5 წელიწადში ხდება.

  • კარგი ბიზნეს-კლიმატი

    ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში გატარდა კორუფციის შემცირებაზე და ბიზნესისთვის ბიუროკრატული პროცედურების გამარტივებაზე მიმართული მთელი რიგი რეფორმებისა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესის წარმოებას და ინვესტირებას უცხოეთის მოქალაქეებისთვის.

  • საიმედო და უსაფრთხო

    უძრავი ქონების შეძენა საქართველოში უცხოელებისთვის ხორციელდება უპირობო უფლების საფუძველზე, რაც ინვესტორს მისი აქტივების უსაფრთხოების გარანტიას აძლევს.

  • დისტანციური გარიგება

    გუდაურში უძრავი ქონების შეძენის მსურველებს, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა რიგ მიზეზთა გამო არ შეუძლიათ, ეძლევათ გარიგების დისტანციურად უშუალოდ დეველოპერთან, შუამავლების გარეშე, ან აგენტის დახმარებით გაფორმების საშუალება

  • დაბალი გადასახადები

    საქართველოში უძრავი ქონების გადასახადს, რომელიც შეადგენს 0,05%-ს წლიური შემოსავლის არაუმეტეს $55,000 შემთხვევაში, იხდიან მხოლოდ ქვეყანაში დარეგისტრირებული გადასახადების გადამხდელები.

  • კარგი ინფრასტრუქტურა

    გუდაური - მზარდი კურორტია, რომელსაც უკვე გააჩნია კარგი ტურისტული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომლიც მუდმივად უმჯობესდება.

  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება

    უძრავი ქონების შეძენა 35000 აშშ დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას. უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს ინვესტიციების მოცულობის გადახედვას, რათა შეძლონ ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა, ამიტომ მსურველები ფულის ჩადებას აპირებენ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლებით.

  • სწრაფი ანაზღაურება

    ბინის ან კომერციული უძრავი ქონების შეძენისას ინვესტორს შეუძლია დაანგარიშოს წლიური 10-15% შემოსავალი ქირიდან, თუ კვადრატული მეტრი მდებარეობს დიდი ქალაქის ცენტრში.

  • რატომ ღირს რედკოში ინვესტირება?

    რატომ ღირს რედკოში ინვესტირება?

  • კარგი ბიზნეს კლიმატი

    საქართველო კორუფციის აღქმის დაბალი დონის ტოპ 50 ქვეყანაშია და ქვეყნის მთავრობა რეგულარულად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკის ლიბერალიზაციას და ბიზნესის ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებას.

ინვესტირება საცხოვრებელ ფართში

უძრავი ქონების შეძენა - სერიოზული ნაბიჯია, ამიტომაც ინვესტორისთვის რამდენიმე წესის დაცვა ფრიად მნიშვნელოვანია:

  • ინვესტირების მიზნის განსაზღვრა. შეიძლება შეიძინოთ აპარტამენტები საკუთარი დასვენებისთვის ან კომერციული მიზნებისთვის, შემდგომი გაყიდვის თუ გაქირავებისთვის.
  • აქტივის შერჩევა. გუდაურში ინვესტირებისთვის მეტი პოპულარობით სარგებლობენ აპარტ-ოტელები და ფართები კაფეებისა და მაღაზიებისთვის.
  • ინვესტირების ვადების განსაღძვრა. ახალ გუდაურში ინვესტირება 5 წელიწადში აანაზღაურებს დანახარჯებს, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ კომპლექსის აქტიურ განვითარებას და მზარდ ინტერესს ინვესტორების მხრიდან, ეს ვადა შეიძლება 3 წლამდე შემცირდეს.
  • ინვესტირების სტრატეგიის შერჩევა. ფართში დაბანდების მრავალი მეთოდი არსებობს. ეს შეიძლება იყოს აპარტამენტის ყიდვა მშენებარე სახლში, მზა აპარტამენტის შეძენა ან შესაბამისი ფართის მეორადი ფონდიდან შესყიდვა შემდგომი გადაკეთების პერსპექტივით.
  • სანდო გამყიდველის შერჩევა. უცხოეთში უძრავ ქონებაში ინვესტირება არაკეთილსინდისიერ მშენებელთან ან აგენტთან საქმის დაჭერის გარკვეულ

რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომაც, მნიშვნელოვანია კარგი რეპუტაციის და ბაზარზე მუშაობის გამოცდილების მქონე დეველოპერის შერჩევა.

ფარული რისკები გუდაურში უძრავ ქონებაში ინვესტირიბისას

საკურორტო უძრავი ქონება სამართლიანად ითვლება ერთერთ ყველაზე მომგებიანად, რადგანაც დაკავშირებულია არა საცხოვრებელი ფართების ბაზართან, არამედ ტურისტულ სფეროსთან, თუმცა, აქაც არის გასათვალისწინებელი ნიუანსები:

  • უსაფრთხო

    ტურისტული ნაკადის შემცირება და შედეგად ფართის რენტაბელურობის კლება;

  • დისტანციური ოპერაცია

    სავალუტო კურსის ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც აპარტამენტი იპოთეკით შეიძინა;

  • დაბალი გადასახადები

    ობიექტის ჩაბარების და ექსპლუატაციაში შეყვანის ვადების დარღვევა, რაც ფინანსურ ზარალს იწვევს;

  • შესანიშნავი ინფრასტრუქტურა

    მშენებლების წინაშე გაჩენილი პრობლემები, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს დოკუმენტების გაფორმებას გასაშენებელ მიწის ნაკვეთზე, ჭარბ კრედიტებს ან სხვა ფაქტორებს.

გუდაურში ინვესტირების დაწყება საიმედო პარტნიორთან სჯობს. დეველოპერული კომპანია რედკო საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს და გთავაზობთ ბინის ყიდვას საკუთარი კატალოგიდან შუამავლების გარეშე, ხელშეკრულების დისტანციურად დადების საშუალებით. მეტის გასაგებად დატოვეთ განაცხადი საიტზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

ხშირად დასმული კითხვები

  • როგორ მივიღოთ მოგება უძრავი ქონებისგან გუდაურში

    3-4 წელიწადში აპარტამენტენტების გაყიდვის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 40%-მდე მოგებას, გაქირავებისას კი წლიურ 10-15%-ს.

  • უძრავი ქონების გადასახადი გუდაურში

    საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები, გარდა ქვეყნის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული გადასახადების გადამხდელი რეზიდენტებისა, არ იხდიან უძრავი ქონების გადასახადს.

  • როგორ მივიღოთ ბინადრობის უფლება?

    საქართველოში ბინადრობის უფლების 10 ნაირსახეობა არსებობს. ყოველი მათგანი უცხოეთის მოქალაქისგან გარკვეული პირობების შესრულებას მოითხოვს. ბინადრობის მიღების ყველა პირობა გაწერილია კანონში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

  • როგორ შეუძლია ინვესტირება უცხო ქვეყნის მოქალაქეს?

    საქართველოში უცხოელს შეუძლია უძრავი ქონების შეძენა აგენტის დახმარებით ან უშუალოდ მშენებლისაგან, ადგილობრივ ბანკში გადახდით ან საბანკო გადარიცხვით.